sabato 15 novembre 2014

Famiglia d’Italia - იტალიელთა ასოციაცია საქართველოში



დანტე ალიგიერისსაზოგადოების კომიტეტებს უცხოეთში ყოველთვის ჰქონდათ იტალიელთა ასოციაციის სტატუსი.

თბილისის კომიტეტმა გადაწყვიტა გააღრმავოს ურთიერთობა საქართველოში მოღვაწე იტალიელებთან „Famiglia d’Italia-მეშვეობით.
საქართველოში მცხოვრებ იტალიელთა რიცხვი განსაკუთრებით გაიზარდა 2013 წლიდან, რაც გარკვეულწილად Alitalia- პირდაპირი რეისის, თბილისირომი, დამსახურებაა.
ასოციაციის მიზანია ქართული საზოგადოებისთვის საქართველოში მცხოვრები იტალიელების გაცნობა,  იმ ადგილის შექმნა,  სადაც ისინი შეხვდებიან ერთმანეთს, სადაც სურვილისამებრ შეეძლებათ მონაწილეობა მიიღონ კულტურულ თუ სხვა ღონისძიებებში. ასოციაციის კარი ღიაა იტალიის ნებისმიერი მოქალაქისთვის.
ყოველთვიურადდანტე ალიგიერი საზოგადოებათბილისის კომიტეტისოფისში (ქუთათელაძის 6), მოწვეული იქნება იტალიელი სტუმარი, რომელიც ისაუბრებს როგორც საკუთარი პიროვნებისა და მშობლიური რეგიონის, ისე თავისი საქმიანობისა და ჰობის შესახებ, თუ რატომ ჩამოვიდა კავკასიაში, როგორ გრძნობს აქ თავს , რა იდეები და გეგმები აქვს ჩვენს ქვეყანაში.
ასოციაციში გაწევრიანება სრულიად უფასოა. გამოაგზავნეთ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი აქ : famigliaditalia@yahoo.com და მიიღებთ ყოველგვარ ინფორმაციას ჩვენი ღონისძიებების, კურსების, შეხვედრების შესახებ.


A.S.
translators Levani Elkanashvili and A. Gogokia

photo about Tbilisi
info about Georgia

Nessun commento:

Posta un commento